ამ ძალიან სასიხარულო სტატისტიკას, 15 მარტს კიდევ სამი ბავშვი დაემატება. ონკოდიაგნოზის მქონე პატარა პაციენტები კლინიკას სრულიად ჯანმრთელები დატოვებენ და სამშობლოში დაბრუნდებიან.
უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება 2023 წლის აგვისტოში დაიწყო. სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება.
ახლახან, პროგრამა გაფართოვდა 3 ახალი კლინიკა დაემატა - ბენეფიციარებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ უკვე აწვდიან.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა უკვე 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში. ჯანდაცვის სამინისტრო, აქტიურად მუშაობს ევროპის სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთანაც.
ერთ-ერთი წამყვანი კლინიკა, სადაც ქართველი ბავშვები მკურნალობის კურსს გადიან ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრთან აფილირებული "ანადოლუს სამედიცინო ცენტრია" თურქეთში.
"აიპრესი" "ანადოლუს" კლინიკაში არაერთ ქართველ მშობელს შეხვდა, რომლებიც ამბობენ, რომ ეს იყო მათთვის და მათი შვილებისთვის ფასდაუდებელი პროექტი.
რაც შეეხება სტატისტიკას, ჩვენ ვესაუბრეთ "ანადოლუს" ქართული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლუკა ბოლქვაძეს.
სტატისტიკის თანახმად, აგვისტოს დღიდან დღემდე, კლინიკაში მკურნალობა გაიარა 33- მა ბავშვმა. მათგან ორს გაუკეთდა ტრანსპლანტაცია, დაბრუნდნენ საქართველოში დ თავს გრძნობენ კარგად. საერთო ჯამში, საქართველოში დაბრუნდა 11 ბავშვი. 21 ბავშვი განაგრძობს მკურნალობას, აქედან 11 ბავშვი არის ჰოსპიტალიზაციის რეჟიმში. 3 ბავშვი ამთავრებს მკურნალობას 15 მარტს, რომელთაც ჰქონდათ სიმსივნე და ახლა სრულად გამოჯანმრთელებულები არიან".
საუბარია მხოლოდ ანადოლუს კლინიკაზე.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. დღემდე, პროგრამაში, 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი- ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია.
18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. აღნიშნულ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი, ერთ სივრცეში. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.









