საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის აზრით ნებისმიერი პატიმრის მიმართა, მათ შორის მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ჰუმანური სასჯელი.
"მე როგორც სახალხო დამცველი, ზოგადად, ჩემი მანდატიდან გამომდინარე ბუნებრივია, მიდრეკილი ვარ და მომხრე ვარ, ჰუმანური სასჯელი იყოს გამოყენებული ზოგადად ყველა პატიმრების მიმართა, ეს სააკაშვილი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს. სახელმწიფო იყენებდეს ჰუმანურ ფორმებს და ამავე დროს ახდენდეს... ამ სასჯელის მიზანი რა არის? ადამიანის სრულფასოვანი საზოგადოებაში დაბრუნება, სასჯელის მიზანი არ არის შურისძიება, ეს არის დემოკრატიულ ქვეყნებში. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც, ყველას მიმართ ეს პრინციპი უნდა იქნეს გამოყენებული. სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანები რომლებიც სხედან ციხეში, მათ აქვთ მოლოდინი რომ სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება ექნება მათ მიმართ" - განაცხადა ლევან იოსელიანმა გადაცემაში .