ერთიანი ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგი შემდეგნაირია: მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის მიმართულებით N175 საჯარო სკოლამდე; მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით N177, N173 და N39 საჯარო სკოლებამდე; მეტრო „ვარკეთილიდან“ N117 საჯარო სკოლამდე; მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან N103 საჯარო სკოლამდე; მეტრო „დიდუბიდან“ N147 საჯარო სკოლამდე. ტრანსპორტზე მითითებული იქნება დაწესებულების სახელწოდება. საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი: ქ. თბილისის 147-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, დიღმის მასივი მე-3 კვ. ქ. თბილისის 117-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, თრიალეთის ქ. №7; ქ. თბილისის 175 ა საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ.; ქ. თბილისის 175 ბ საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ; ქ. თბილისის 103-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მესხეთის ქ. №72; ქ. თბილისის 133-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, ვარდისუბნის ქ. №8; ქ. თბილისის 177-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, გლდანის მე-5 მ/რ; ქ. თბილისის 39-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, გლდანის I მ/რ; ქ. თბილისის 207-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, ჩარგლის ქ. №34; ქ. თბილისის 173-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, გლდანის მე-3 მ/რ; ქ. ქუთაისის N1 საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელთა ქ. №6; ქ. ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ. №127; ქ. ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, არაყიშვილის №15; ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35; ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლა – ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის №47; ქ. ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა – ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას ქ. №9; ქ. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა – ქ. რუსთავი, ქუთაისის ქ. №6; ქ. გორის მე-3 საჯარო სკოლა – ქ. გორი, დ. ამილახვარის ქ. №26; ქ. ახალციხის N1 საჯარო სკოლა – ქ. ახალციხე, მიქუტიშვილის ქ. №2; ქ. თელავის მე-8 საჯარო სკოლა – ქ. თელავი, თამარის ქ. №69; ქ. ფოთის მე-3 საჯარო სკოლა – ქ. ფოთი, ზამბახიძის ქ. №3; ქ. ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლა – ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №9; დ. ხულოს საჯარო სკოლა – დ. ხულო, შავაძის ქ. №3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად და აბიტურიენტთა მისაღებად მზად არის. ​აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა ხულოსა და ბათუმში. ეროვნული გამოცდების პირველ დღეს, აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ ტესტს.