თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ წყალარინების და წყალმომარაგების მხრივ სამგორში გაუსაძლისი მდგომარეობაა - ამაზე პასუხისმგებელი კომპანია „ჯი ვი პი“ კი ამ პრობლემებს ვერ აგვარებს. როგორც რევაზ სოხაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა,  სამგორში, კანალიზაცია  ცენტრალურ ქუჩებზე, უწყვეტ ნაკადად მოედინება და კომპანიის პასუხი, ხშირ შემთხვევაში, არის ის, რომ მათ მხოლოდ ერთი  მანქანა ჰყავთ, რომელიც  წყალარინების ქსელს ემსახურება. 

მართლა აღარ ვიცი, რა გზას უნდა მივმართოთ, რა პასუხი გავცეთ მოსახლეობას, რომელიც  გადასახადს იხდის, მაგრამ ამის მიუხედავად, 21-ე საუკუნეში წყალი არ აქვს. როგორ შეიძლება ქალაქში ხდებოდეს ის, რაც ხდება  და კომპანიას, რომელიც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე, საკმაოდ მაღალი მოგება ჰქონდეს.  შესაძლებელია ნაკლები მოგება ენახათ და  კანალიზაციის მილების გასაწმენდად მინიმუმ 2 მანქანა ეყიდათ; ან  სხვადასხვა ქუჩებზე წყალარინების და წყალმომარაგების პრობლემა მოეგვარებინათ“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, „ჯი ვი პი“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მან საკითხის მოგვარების პერსპექტივა ვერ დაინახა. რევაზ სოხაძემ გამოთქვა ინიციატივა, რომ საკრებულოში კომპანიის ახალ, უცხოურ მენეჯმენტთან შეხვედრა დაიგეგმოს და პრობლემის გადაჭრის გზებზე კომუნიკაცია მათთანაც შედგეს.

მე არ ვფიქრობ, რომ ნორმალურიაჯი ვი პი“-ს წლიური მოგება 60 მილიონი ლარი იყოს და ქალაქში წყალმომარაგების და წყალარინების მხრივ ასეთი ვითარება გვქონდეს“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.