უახლესი წარსულის ცოდნა და ანალიზი უკეთესი მომავლის საწინდარია, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე წერს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომელიც ასახავს სასჯელაღსრულების სისტემის მდგომარეობას 2012 და 2024 წლებში:
“ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” ხელისუფლების შედარების მიზნით საინტერესო იქნება ფოტომასალის გაცნობა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემის მდგომარეობას ასახავს 2012 და 2024 წლებში.
P.s. უახლესი წარსულის ცოდნა და ანალიზი უკეთესი მომავლის საწინდარია" - წერს რატი ბრეგაძე.