ქობულეთში, ძეგლს დაუდგამენ კაცს, რომელიც 2019 წლის, 5 აგვისტოს, 3 ბალიანი შტორმის დროს ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა და დაიღუპა. 


ამავე წელს, 51 წლის ავთანდილ ცხვედიანის ძეგლის დადგმის ინიციატივით პეტიცია შეიქმნა, რასაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია გამოეხმაურა და მხარდაჭერას დაჰპირდა.
როგორც ირკვევა, ძეგლი უკვე მზადაა და რამდენიმე დღეში, მისი ოფიციალური გახსნაც იგეგმება. შესაბამის ფოტომასალას და ინფორმაციას, ფესიბუქის ჯგუბში „ქობულეთი“, რუსო დავითაძე აქვეყნებს და წერს:


„ქობულეთში სადღაც ორი წლის წინ ადამინმა თავი ძაღლებისთვის გაწირა,რომლებიც ზღვაში შევიდნენ და ვეღარ გამოცურენ,ეს ადამინი ქობულეთელი პიროვნება იყო ავთანდილ ცხვედიანი,რომელმაც გადასარჩენად შევიდა და მათთან ერთად დაიღუპა,ქობულეთში ასეთი სიამაყის სახელი დაგვიტოვა. ერთერთმა სამშენებლო კომპანიამ ქობულეთში მას ძეგლი დაუდგეს რომელიც ამდღეებში საჯაროდ გაიხსნება!!!
დღეს ძაღლების საერთაშორისო დღეა და მინდა მიულოცო ამ ადამიანს სამოთხეში “,-წერს, რუსო დავითაძე. 


შეგახსენებთ, რომ შემთხვევა, 2019 წლის 5 აგვისტოს მოხდა. 51 წლის კაცი ზღვაში ძაღლების გადასარჩენად შევიდა. თვითმხილველები ამბობენ რომ მან ზღვიდან ერთი ძაღლის გამოყვანა შეძლო.