პლასმასის ბოთლების მრავალჯერადი გამოყენება ადამიანის ორგანიზმისთვის მავნეა. ამის შესახრებ "რუსთავი 2"-ს რამაზ გახოკიძემ, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, განუცხადა.
"როდესაც ჩატარდა პლასტიკურ ბოთლებში მოთავსებული წყლის ანალიზი აღმოჩნდა მასში 10 ათასობით სხვადასხვა ნივთიერება, რომელთაგან ყველა არის მავნე ორგანიზმისათვის. ბოლოს აღმოჩნდა რომ ეს არის კანცეროგენი, საშიში კიბოს წარმომქმნელი ნივთიერებები", - განაცხადა რამაზ გახოკიძემ. ცნობისთვის, არსებობს შვიდი ტიპის პლასტმასის ბოთლი, მათგან მხოლოდ 3-ის გამოყენება შეიძლება მრავალჯერადად. ბოთლბზე შესაბამისი წარწერა გვხვდება, რითას შესაძლებელია განვსაზღვროთ მისი ტიპი.