„პროცენტიანი სესხი არაფერს ცვლის, ამის გამო ბოდიშს ვერ მოვიხდით, ეს არ ცვლის მოვლენებს”,-აღნიშნული განცხადებით ბაია გადაბაძე ირაკლი რუხაძის განცხადებას გამოეხმაურა.

“ეს ნიშნავს, რომ მაესტროს კიდევ ერთი ვალი დაემატება, ან მის დამფუძნებელს, რომელიც შეეცდება, რომ ეს ვალი რაღაცნაირად დააბრუნოს. ეჭვი მაქვს, რომ ეს მაესტროს ხარჯზე იქნება,“ – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

ცნობისათვის, ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ გია გაჩეჩილაძეს თანხა ასესხა. რუხაძე თანხის ოდენობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ სესხი პროცენტიანია.