პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ღონისძიება თავისუფლების მოედანზე, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე გაიმართა. მანამდე პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
„სასწაულია დღევანდელი დღე. მე ასეთი საქართველო მინდა - გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის, ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმულ, რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს არის მხოლოდ საწყისი. მათ ძალიან დიდი მადლობა და თქვენ, მათი გულშემატკივრობისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ღია ავტობუსი თავისუფლების მოედანზე ცოტა ხნის წინ მივიდა.