საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას 90 წლის იუბილეს ულოცავს.

"ბატონო ელდარ, გილოცავთ 90 წლის იუბილეს! ბედნიერებაა, რომ ქართველ ხალხს თქვენი სახით გვყავს ეროვნული კულტურის დიდი მოღვაწე.

თქვენ ამდიდრებთ ჩვენს სულიერ საგანძურს და ამით აძლიერებთ ჩვენს ქვეყანას.

გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებასა და წინსვლას." - წერს სალომე ზურაბიშვილი.