ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილის ათონელის ქუჩაზე შეკრებილ აქციის  "არ შეიწყალო კრიმინალი მიშა"  მონაწილეებს.

„ჯერ მე მაქვს კითხვები: აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ მათივე შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, როცა ვიდექი ქუჩაში? მე გეტყვით, სად იყვნენ ისინი, ვინც დღეს მესიჯბოქსებს ავრცელებენ. ისინი იყვნენ ან მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებული სხვადასხვა თანამდებობაზე, ან „ქართუ ბანკში“. თურმე იციან, მე რას გავაკეთებ, როდის და რატომ. მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ, მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე? თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც მათ ვერავინ მოხსნის? ეს არ არის შეწყალება? სად იყავით, როდის გააპროტესტეთ?“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, სწორედ ეს ინფპრმაცია გახდა აქციის გამართის მიზეზი.

.