საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო.
პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
პარაკლისის დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა, ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა.
ინფორმაციას პრემიერმინისტრი პრესსამსახური ავრცელებს.