საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად,  სიონის  საპატრიარქო ტაძარში საზეიმო პარაკლისს დავესწარი. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და დამსწრე საზოგადოებას ავტოკეფალიის აღდგენის დღე მივულოცე - მათ მშვიდობა და სულიერი სიმტკიცე ვუსურვე.

პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა." - წერს მიხეილ ყაველაშვილი "ფეისბუკში".