დღეს, 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისსა და პანაშვიდს აღავლენს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ: 24 და 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღე აღნიშნავს