შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორი გიორგი არსოშვილი ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას აცხადებს, რომ "ფოტო-ვიდეო ჯარიმები არანაირ ზეგავლენას არ ახდენს მართვის მოწმობაზე დარიცხულ ქულების რაოდენობაზე"
მისი თქმით, მართვის მოწმობის ქულებზე მხოლოდ საპატრულო ოფიცრის მიერ გამოწერილი ჯარიმა მოქმედებს.
გიორგი არსოშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჭკვიან კამერებს შესაძლოა დაემატოთ ფუნქცია, რომელითაც იგი გაიგებს გავლილი აქვს თუ არა კონკრეტულ ავტომობილს ტექნიკური დათვალიერება.
"ჭკვიანი კამერების მომხიბლელობა სწორედ იმაშია, რომ ვიდეო ანალიტიკური პროგრამის მეშვეობით გვაქვს სხვადასხვა შესაძლებლობები, პირველ რიგში აქვს უნარი, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იდენტიფიკაცია მოახდინოს. ასევე აქვს შესაძლებლობა კონკრეტული წერტილიდან წერტილამდე გამოთვალონ საშუალო სიჩქარე კონკრეტული ავტომობილის. ჩვენ გაქვს კიდევ ვადა, პირველ იანვრამდე, ამ მხრივ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ კიდევ სხვა ფუნქციებით აღვჭურვოთ", - განაცხადა გიორგი არსოშვილმა.