საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ამ წუთებში ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიას აღავლენს.
პატრიარქმა ტაძარში შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა.
ამ წუთებში ტაძარში საეკლესიო ტიპიკონის თანახმად სრულდება მწუხრის მუხლმოდრეკილი ლოცვა, რომელიც წელიწადში ერთხელ იკითხება.
"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმიდა სამების დღესასწაულს. სულიწმიდა მოვიდა თქვენზე და ძალი მაღლისა გფარავდეთ თქვენ", - ბრძანა პატრიარქმა ტაძარში.




