თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. 

 საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ "მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ". რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. 

უკვე რამდენიმე საათია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

 დემონსტრანტები იმყოფებიან ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზეც, აქტივისტების ნაწილი კი ხმაურის გამოწვევას ცდილობს და პარლამენტის შესასვლელების რკინის ჯებირებს ურტყამს.