საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა საქართველოს თანამედროვე მხატვართა ჯგუფური გამოფენა-მარათონი - „ჩვენ ვხატავთ - თოჯინები იცინიან“.

ღონისძიება დიპლომატისა და მხატვრის, გელა დუმბაძის, ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 30-ამდე თანამედროვე მხატვრის ნამუშევრები. ასევე, დამთვალიერებელს შეეძლო ენახა თოჯინების ოსტატთა ნახელავი.

საინტერესოა, რომ გამოფენის სტუმრებს ჰქონდათ შემოქმედებითი პროცესის ნახვის შესაძლებლობა.