ბოლო დროს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შემდეგ, საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელ მფლობელებს, ძმებ ყარამანიშვილებსა და ბიზნესმენს ქიბარ ხალვაშს შორის გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია "აიპრესთან" უარყო ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ.

„მოლაპარაკებების შესახებ არაფერი ვიცი, რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე ჩემს მარწმუნებელს. ასეთ რამე არ უთქვამს და ვერ დავადასტურებ. არ მგონია ბუნებაში ასეთი რამე არსებობდეს  ნამდვილად მეცოდინებოდა. 

ამ ეტაპზე გამოვრიცხავ, რომ ქიბარ ხალვაშსა და ყარამანიშვილებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს", - განაცხადა პაატა სალიამ. 

ცნობისთვის, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომანია " რუსთავი 2" -ს საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და შპს ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა  ქიბარ ხალვაში და 40 % წილის მესაკუთრდე ცნობილი იქნა შპს "პანორამა."