ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა.
ტერიტორიაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე რკინის კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელეს. სივრცე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სავარჯიშო ზონები. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ბალახი და 100-მდე ხე-მცენარე დაირგო.
დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება 178 000 ლარს შეადგენს.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მერის მოადგილე კახაბერ გულედანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.