ქალაქ ხაშურში, ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მინი სტადიონისა და სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა პროექტის მიმდინარეობა დაათვალიერა.
მინი სტადიონისა და სკვერის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის ღირებულება 354 300 ლარს შეადგენს.
„მინი სტადიონი და სკვერი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა, განთავდება დასასვენებელი სკამები, განათებები, სანაგვე ურნები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მწვანე ნარგავებს, მოეწყობა ფანჩატური, საბავშვო ატრაქციონები, დამონტაჟდება ტრენაჟორები. საერთო ჯამში, შეიქმნება სივრცე, რომელიც ყველა ასაკის მოქალაქის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. გვინდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად მეტი რეკრეაციული და სპორტული სივრცე მოვაწყოთ,"- აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა.