ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N17 და N18 კორპუსებთან დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ტერიტორია აღჭურვილი იქნება ყველა შესაბამისი ინვენტარით, მოეწყობა საბავშვო მოედანი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, გაახლდება სტადიონი. მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.