ნონა გაფრინდაშვილი "იმედის" ეთერში პატრიარქის პანაშვიდის მსვლელობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ საოცრებაა რაც დღეს ხდება ქვეყანაში.
"ეს არის საოცრება რაც ახლა საქართველოში ხდება, მაგრამ არ მიკვირს რადგან ჩვენი პატრიარქი იყო ეპოქალური ადამიანი. რა დროს გახდა პატრიარქი ხომ გახსოვთ, კომუნისტური რეჟიმი იყო, რეპრესიებს ებრძოდა, გაამდიდრა და ისეთ სიმაღლეზე აიყვანა ჩვენი ეკლესია, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა ქრისტიანულ სამყაროში გამოჩნდა.
საქართველოს მოსახლეობამ დააფასა ჩვენი პატრიარქი, რადგან ის იყო ყველას პატრიარქი. უნიკალური პიროვნება, მისთვის ყველა ადამიანი იყო ადამიანი. შეხედეთ მის ნათლულებს, ვტკბებოდი მათი ყურებით. სხვა ქვეყნები უყურებენ ამ ყველაფერს. ასეთ ქვეყანას ნამდვილად ვერ დაჩაგრავენ", - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.




