,,სამწუხაროა, რომ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვისას, მსჯელობის ნაცვლად პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენთ’’,- განაცხადა საკრებულოს სხდომაზე თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’თავმჯდომარის მოადგილემ.

ნინო რუხაძის თქმით, ოპიზიციას თავს ესხმის დედაქალაქისთვის საჭირო და საამაყო პროგრამებს და თავისი უსაგნო განცხადებებით შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. საკრებულოს წევრმა მაგალითისთვის ისეთ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა,  როგორიცაა „60+’’.

,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს. დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი შეფასების კრიტერიუმია, თუ როგორ ეპყრობა ქვეყანა ხანდაზმულ ადამიანებს’’, -განაცხადა ნინო რუხაძემ.

მან დღესვე ისეთი პროგრამის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, როგორიცაა ,,თბილისის ადვოკატი’’.

დასასრულს, ნინო რუხაძემ ოპოზიციას მიმართა და მათ რჩევებს არაკომპეტენტური უწოდა.

მისი თქმით, ოპოზიციონერი კოლეგების რჩევების გათვალისწინება შეუძლებელია, რადგან ისინი ვერ არიან კარგი მრჩეველები და ისეთი საკითხების მოგვარებას და დაფინანსებას ითხოვენ , რაც მუნიციპალიტეტის კომპეტენცია არ არის.