ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„ნატა ფერაძის გამო თუ სხვა რამის გამო, ამის განხილვა სისულელეა და სპეკულაციაა: ფაქტია, გუშინ პროტესტი იყო და დღეს ხატზე სტალინის წაშლა მოითხოვა საპატრიარქომ. დროში დაემთხვა თუ პროტესტის უშუალო შედეგია, ვერც გავიგებთ და არცაა მნიშვნელოვანი. ფაქტია, სასურველი შედეგი დადგა“, - წერს ნიკა გვარამია.
საპატრიარქოს განმარტებით: სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში და არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ. მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ
შეგახსენებთ, 2023 წლის 9 იანვარს თბილისში, ყოვლად წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დედა მატრონას ხატს საღებავი შეასხეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი სადაც დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. რომელიც თბილისში, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.
საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხატი ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა. - სამების ტაძარს მე შევწირე დედა მატრონას ხატი, სადაც ასახულია ფრაგმენტი, როგორ დაიმდაბლა თავი იოსებ სტალინმა, რომელიც ებრძოდა ეკლესიას და მართლმადიდებლობას