ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტები პირველ სამ ყველაზე დიდ საფრთხედ რუსულ სამხედრო აგრესიას, ოკუპაციასა და პროპაგანდას ასახელებენ.
კითხვაზე, რა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, შედეგები ასე გადანაწილდა:
რუსული სამხედრო აგრესია – 27%
აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია – 13%
რუსული პროპაგანდა – 11%
ტერორიზმი -5%
საქართველოში არალეგალური მიგრანტების ჩამოსვლა – 4%
ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე – 3%
სხვა - 18%
არცერთი – 2%
არ ვიცი- 16%
უარი პასუხზე – 1%
კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.