საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, რომ მედიაში ცვლილებები არჩევნების დასრულებას საეჭვოდ ემთხვევა. როგორც მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, სამაუწყებლო ბაზარზე მთავარი მოთამაშეები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან.
“თუ ცოტა შორიდან შევხედავთ სიტუაციას, ვნახავთ, რომ სამაუწყებლო ბაზარზე მთავარი მოთამაშეები არიან გაურკვეველ მდგომარეობაში. ერთის მხრივ, რუსთავი 2, როდესაც ჯერ კიდევ უცნობია სასამრთლოს გადაწყვეტილება და წელიწადზე მეტია სტაბილური სიტუაცია არ არის ამ ტელეკომპანიაში. მეორეს მხრივ, იმედი, მაესტრო, GDS, აქ რა ფორმაციასთან გვექნება საქმე საბოლოოდ ჯერ კიდევ არ ვიცით. დირექტორის გარეშეა დარჩენილი საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს ცვლილებები, რატომღაც, არჩევნების კონტექსტში განიხილება ხოლმე”,-განაცხადა ნატა ძველიშვილმა.