ნანა პატრკაციშვილი, მისი ძმის ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნასთან დაკავშირებიყ "ქრონიკასთან" შეფასებას აკეთებს.
"როგორც კი ანონსი გავიდა ტელეიმედში, იმ წუთიდან ვართ შოკირებული. რატომღაც მივიღე ისეთი გადაწყვეტილება, გამომერთო შუქი სახლში და დედას არ ენახა, რადგან ძალიან არასასიამოვნო სიუჟეტი მზადდებოდა. განსაკუთრებულად ოჯახისთვის. მაგრამ, ეს არ გამომივიდა, მას ჩემზე ადრე ჰქონდა ანონსი ნანახი. რა თქმა უნდა ძალინ მძიმე მოსასმენი იყო, ეს იყო უმძიმესი ჩანაწერები, რაც ჩვენ მოვისმინეთ. აღარ მოველოდით ამ ყველაფერს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე, ის რაც ყველა ოჯახის სამზარეულოში ირჩეოდა სინამდვილე ყოფილა. ჩვენ რა თქმა უნდა ხელიც მოვაწერეთ სკოტლანდიის დასკვას, დავიჯერეთ, რადგან მსოფლიოში მნიშვნელოვანი კომპანია და არ გვქონდა არანაირი უფლება არ დაგვეჯერებინა. თურმე, სწორად მოვიქეცით. ჩვენ მათ დავუჯერეთ, იმდენად, რამდენადა იქ ლაპარაკია ბავშვების მოტაცებაზე, ოჯახების დაწიოკაბაზე, ასევე ლაპარაკია ისეთ პრეპარატებზე და ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც არ უნდა გმოჩნდეს არც შარდში, არც სისხლში და გარდაცვალების შემდეგ ვერავინ უნდა გაიგოს გარდაცვალების მიზეზი. ჩვენი ოჯახის, ბადრის მეუღლის და შვილების ოჯახის უდიდესი თხოვნა და მოთხოვნაა, რომ ეს სასწრაფოდ იქნას გამოძიებული, რისი იმედიც გვაქვს და ძალინ გთხოვთ, ამას ნუ გავხდით საჯილდაო ქვად", - განაცხადა ნანა პატარკაციშვილმა. შეგახსენებთ, პროკურატურამ გიორგი დგებუაძის (მასტერა) და პატარკაციშვილის დაცვის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა