ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტები ნანა ლეჟავა და ტეონა გეგელია უარყოფენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ისინი ტელეკომპანიას ტოვებენ.
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და "ქრონიკის" წამყვანი ნანა ლეჟავა "აიპრესთან" საუბრისას ასეთ კომენტარს აკეთებს: "დაძველდა უკვე ეგ ჭორი, გუშინ და გუშინწინ გავრცელდა, ასე რომ ცოტა დაგაგვიანდათ. ჭორია და რეალობას არ შეესაბამება. მადლობა, ნახვამდის", - გვითხრა ნანა ლეჟავამ და ტელეფონი გათიშა. "იმედიდან" წასვლის ფაქტი "აიპრესთან" უარყო თეონა გეგელიამაც. გეგელიამ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მოგვწერა: "არა, არ არის მართალი. გუშინაც ვუთხარი ამ "2020"-ს". შეგახსენებთ, "იმედში" მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "2020 ნიუსმა" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნანა ლეჟავას ნიკა ლალიაშვილი შეცვლის, ხოლო არხის იდეოლიგიურ-პროპაგანდისტურ-პოლიტიკურ მიმართულებას ლაშა ნაცვლიშვილი ჩაიბარებს. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი