უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების თანამებრძოლი ნადიმ ხმალაძემ სოციალურ ქსელში წერს, რომ სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა.
მე, ნადიმ ხმალაძეს, ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუსი:- წერს ნადიმ ხმალაძე "ფეისბუკში".
ნადიმ ხმალაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე "აიპრესი" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე, მას მკითხველს გავაცნობთ.