მელიას გაუმართლა, რომ მისი კონკურენტი ხაბეიშვილია - რომელი სალიდერო კაცია ხაბეიშვილი?! ის ხომ სინამდვილეში ვანო მერაბიშვილია, რაც მარაზმია - ამის შესახებ ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

"ჩემს ირგვლივ, ყველასთვის მარაზმია, რაც ახლა "ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება და მგონია, რომ ამით ლიდერები დისკომფორტს არ განიცდიან. სინამდვილეში მათ ყველაზე კარგად იციან, როგორ გამოიყურებიან, მაგრამ მათი პრობლემა ეს ახლა არ არის. მათი პრობლემა ახლა არის, საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ან მოსაპოვებლად ბრძოლა. მიხეილ სააკაშვილს " ნაციონალური მოძრაობა" ვეღარ დააზიანებს იმაზე მეტს, რაც უკვე დააზიანა, იმიტომ რომ ამ პარტიამ ნიკა მელიას თავმჯდომარეობის დროს, მიშასთვის ვერაფერი და არაფერი გააკეთა.

ნიკას ძალიან გაუმართლა, რომ მისი კონკურენტია ლევან ხაბეიშვილი. ჯერ თვითონ ლევან ხაბეიშვილის პერსონიდან გამომდინარე და მერე იქიდან გამომდინარე, რომ ლევან ხაბეიშვილი დიდი ფიგურა არ არის. ის სინამდვილეში ვანო მერაბიშვილი არის და ამიტომ ნიკა მელიას უბრალოდ გაუმართლა, კონკურენტი ჰყავს ისეთი, რომ ცუდსა და უარესს შორის ვინმეს თუ უნდა აირჩიოს, ისევ სჯობია ცუდი აირჩიოს. ცუდია მელია და უარესი -  ხაბეიშვილი. რომელი სალიდერო კაცი ლევან ხაბეიშვილია. ხატია დეკანოიძეზე რომ ყოფილიყო საუბარი, ან კიდევ სხვებზე, ეს პროცესები სერიოზულად ჩაითვლებოდა, ლევან ხაბეიშვილი კი სერიოზულად ვერ ჩაითვლება და რომ იცი მის უკან ვინ დგას, ეს უკვე მარაზმია. ამიტომ ნიკა იღბლიანია"- აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.