მიტროპოლიტი სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი ავრცელებს.

"ღვთივმიიცვალა საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა).

ვუსამძიმრებთ მრევლს და ახლობლებს. შევთხოვთ უფალს დაამკვიდროს მისი უკვდავი სული სადაცა მართალნი განისვენებენ. ამინ!" - ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის  სამძიმარში.