თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მამა შალვა კეკელიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოღვაწეობაზე ისაუბრა.
„რამდენჯერაც უცხოეთში მიწევდა წასვლა, დამიჯდებოდა და მელაპარაკებოდა, რომ ჩახვალ, გეხვეწები, ყველას მოეფერე, ყველას გადაეცი, რომ ისინი ძალიან მიყვარს. მე ვიცი რომ ისინი დაბრუნდებიან საქართველოში. რამხელა ნუგეში იყო... რამდენი ვერ ჩამოდის დღეს საქართველოში, იქ ტირიან. ერთი ჩემი მეგობარი, წარმოიდგინეთ, ჩამოვიდა და მეორე დღესვე გაფრინდა.
როდესაც პატრიარქი სანთელივით ჩამოდნა და ჩამოიღვენთა, იმ სხეულზე დაცინოდნენ, ხელით დაატარებენო, მანქანით შევიდეს ბარემ ეკლესიაშიო, სკამით დაჰყავთო. დაისვენოსო, გაჩერდესო, სხვას დაუთმოსო, ვისზე ლაპარაკობთ ?! ვინ უნდა დაუთმოს?! ბოლო წამამდე ეკლესიას მართავდა, წმინდა კაცი იყო, სხეულში არ გამოიხატება ძალა. სხეულში შეიძლება ისეთი ძალა გჰქონდეს, რომ გადაღუნო რკინა და სულით იყო ლაჩარი, განადგურებული. სხეულში არა არის ძალა, ძალა სულშია, სულია მტკიცე. მას სული ჰქონდა მტკიცე, სასწაული სული ჰქონდა, სიგიჟემდე უყვარდა ჩვენი ქვეყანა“, - ამბობს მამა შალვა.








