აშშ-ს ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩეინის ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვალების მიზეზი პნევმონიის, გულისა და სისხლძარღვების დაავადების გართულებები გახდა.

"დიკ ჩეინი დიდებული და კეთილი ადამიანი იყო, რომელმაც თავის შვილებსა და შვილიშვილებს ასწავლა ჩვენი ქვეყნის სიყვარული და სიმამაცით, პატივისცემით, სიყვარულითა და სიკეთით სავსე ცხოვრებით ცხოვრება". - წერია ჩეინის ოჯახის განცხადებაში.

დიკ ჩეინი აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის პოსტს ჯორჯ ბუშის უმცროსის მმართველობის პერიოდში (2001–2009) იკავებდა. მანამდე კი უფროსი ბუშის ადმინისტრაციაში მას თავდაცვის მდივნის თანამდებობა ეკავა (1989–1993). ჩეინი ამერიკულ პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა, განსაკუთრებით ერაყის ომთან და ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში.