ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება - მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორ  კაილა ლაზერსონს შეხვდა. მხარეებმა, ჯანდაცვის სექტორში, ორ ქვეყანას შორის  მიმდინარე, ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.  შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა  ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.

ჯანდაცვის მინისტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე, სიტყვით გამოვა.  ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდება.