მღვდელს ლოცვა-კურთხევის გარეშე არანაირი მოქმედების უფლება არ აქვს - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
„საპატრიარქოს განცხადებას ვეთანხმები. ლოცვა-კურთხევის გარეშე მღვდელს არანაირი მოქმედების უფლება არ აქვს. ამ კონკრეტულ მღვდელს კონკრეტულ მოქმედებაზე კურთხევა არ ჰქონია. რაც შეეხება გინებას საერთოდ მოულოდნელია ასეთი ფორმის ურთიერთობა. ქვების სროლა კი ნამდვილად ძალადობაა და სისხლის სამართლის დანაშაულია"- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
ცნობისათის, სასულიერო პირი, რომელიც 5 ივლისს მოქალაქეებს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა, პრორუსული "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტის წინ გუშინაც გამოჩნდა. მან ევროკავშირის დროშას "მამათმავლობის ტრიაპკა" უწოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ 14 მარტს, საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი - მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი.