ამის შესახებ მეუფე იაკობმა ბოდბეში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
დასავლეთი იქნება თუ რომელიმე ავტორიტარული ქვეყანა, ჩვენ ყველასთან გვჭირდება კარგი ურთიერთობა, პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენ არავინ არ გვეხმარება ხოლმე. ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, სანამ ისრაელივით არ გავძლიერდებით, არ დაგვაფასებენ.
შეიძლება ეხლა რაც ხდება ჩვენთან? ვინ ეკითხება უკრაინას, ჩვენ საქმეებში რომ ასე ერევა, სააკაშვილია საქართველო? იანუკოვიჩი რომ ყავდეთ იმათ დაჭერილი, ეტყვიან ქართველები იანუკოვიჩი გაუშვითო? იქ არის ერთი იანუკოვიჩი და აქ მეორეა და შეიძლება ამას უფრო მეტი დანაშაული აქვს, იმიტომ რომ იმას უკვე აღარ შეუძლია ქვეყანას რამე გაუფუჭოს. ეს საჭმელს იმდენს ჭამს, რომ თავსაც არ იკლავს, ისე რომ მერე სამარცხვინოდ აჩვენოს, გეგონება ან განდი იყოს ან მანდელა.
გუშინ კიდე სამარცხვინო ის მოვისმინეთ - თურმე დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და მიხეილ სააკაშვილი. ეს რა არის დაცინვაა? საფლავში ვატრიალებთ ყველას?