ამის შესახებ ბოდბის ეპისკოპოსმა იაკობმა ნინოობის დღესასწაულზე, ქადაგებისას განაცხადა. 

"ამდენი წელი, ისევე როგორც ისრაელი, სულ დარტყმების ქვეშ ვიყავით ქართველები  და არასდროს არ გვიღალატია ჩვენი მრწამსისთვის, ჩვენი კაცობისთვის, ჩვენი ადამიანობისთვის და უნდა შევეცადოთ, რომ ბოლომდე მასე დავრჩეთ...

... როდესაც ქართველი ქალი ხარ და როდესაც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილი ხარ,ვინც არ უნდა იყო... როგორი დედა გვყავს ხო ღვთისმშობელი, როგორი დედაა წმინდა ნინო, ჩვენზე რამე საყვედურები მოგვისმენია იმათგან? და დღეს რა ხდება, დღეს ჩავრთავ ტელევიზორს და ყურება აღარ მინდა საინფორმაციო გადაცემების.. 
...ეხლა ყოფილი პრეზიდენტი იქნება, თუ ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც  ამაყობს იმით, რომ უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ... თამარ მეფეს გადახედეთ, ქეთევან დედოფალს გადახედეთ, შაჰაბასთან ჩიოდა ან ვინმესთან ჩიოდა? რომ დადიხართ ამდენ ქვეყანაში და ჩივით, ისე იქნება როგორც ღმერთს და ქართველ ხალხს უნდა."