ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებაზე. - ამის შესახებ ბოდბის მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა დიდი ხუთშაბათის ღვთისმსახურების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

"ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებაზე. ჩვენი ეკლესია არ დაუშვებს, რომელიღაც იმაში ძალით შეგვიყვანონ, რაც არ უნდა იმპერია იყოს. ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, იმიტომ გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ, კარგად ვიყოთ და არა იმისთვის, რომ რუსეთის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ. ნურას უკაცრავად! - აბსოლუტურად ყველამ იცოდეს, ევროპამაც, ამერიკამაც, რუსმაც, თურქმა, ირანელმა და ჩინელმაც იცოდეს, ქართველი კაცი არასდროს არ გახდება არავის მონა, ღვთის მონობიდანაც გამოვა და შვილი გახდება. არათუ შვილი, მეგობრობასაც მიაღწევს ღვთის შეწევნით" - განაცხადა მეუფე იაკობმა.