ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება. ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის... უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა, - განაცხადა საკვირაო ქადაგებისას აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა (მახარაძე).
„დღე ყველას გვმართებს ლოცვა, რათა გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და თუ იგი დამტკიცდება, ჰქონდეს ღვთით ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს. არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა მხოლოდ პატივია. თქვენი და ჩვენი ვალი რა არს? - ლოცვა ღვთის წინაშე, რომ ჩვენს პატრიარქს დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა და რომ სინოდს მიეცეს საღვთო გონება, განგებულება, რომ უცდომლად გამოარჩიოს კანდიდატი და აირჩიოს მსწყემსმთავარი", - განაცხადა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა (მახარაძე).









