ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა შიომ განაცხადა. 

"ჩვენი პატრიარქის სურვილი იყო, რომ საქართველოში ერთმანეთთან გვქონოდა ის დამოკიდებულება, როგორც ქრისტიანებს შეეფერებათ. ვერ იტანდა, ერთმანეთს რომ რაღაცას ვუშავებდით, ცუდს რომ ვლაპარაკობდით. თუ გვიყვარს დედა ღვთის მშობელი და თუ გვიყვარს პატრიარქი,ქრისტეს მთავარი მცნება აღვასრულოთ - ვიყვარებოდეთ ურთიერთარსს ყველანი.

დაგვინახოს ყველამ, როგორ გვიყვარს ერთმანეთი და შეგვაფასონ, თუ ვისები ვართ.
ნუთუ, ის ჰქონიათ რომ ვინმეს ჩავრევთ რამე გადაწყვეტილებაში? - გამორიცხულია. 

უწმინდესი ჩემზე იძახოდა ხოლმე, მეუფე ისეთი ადამიანიაო, ჩიხში არასდროს აე მოხვდებაო, საჭირო თუ გახდება საქმისთვის, კლდეებსაც თავით  გადაანგრევსო. არავის არ მივცემთ საშუალებას, ჩვენ საქმეში რომ ჩაერიოს.

სასულიერო პირებს პირად თანადგომას ვეუბნები, გარედან თუ ვინმეს შეწუხება დაუწყეს, მითხრან და არავის არ დავინდობ გარეთ. 
მე ხშირად ჩემ თავს ვაზიანებ და არავის არ ვაძლევ საშუალებას, ეკლესიაში ხელები აფათუროს. 
უწმინდესს ერთი წამითაც არ დავუტოვებივარ, ვგრძნობ რომ ჩემთან არის".