ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა განაცხადა.
"ავირჩევთ ახალ პატრიარქს და სინოდის თითოეული წევრი შევწცდებით, რომ ღვთისთვის სათნო იყოს და მხარში დავუდგეთ ერთმანეთს.
არის ბევრი ვნებათაღელვა, დაბნეულია ერი და ლაპარაკი მიდის იმაზე, ვინ იქნება პატრიარქი და როგორ იქნება.
პატრიარქს გამოვირჩევთ, რა თქმა უნდა, ღირსეული იქნება.
დაბნეულები რომ ვიყავით, ზოგი ამბობდა, ამას დაუჭირეთ მხარი, იმას დაუჭირეთ… მოდი ჩავთვალოთ, რომ დაბნეულები რომ ვიყავით, იმიტომ ვამბობდი მაგას, თორემ ქრისტიანმა ადამიანმა რომ მასეთი საუბარი დაიწყოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტესგან გაშორებულია.
არჩევა ხდება სულიწმინდით, მეც ვერ ვეტყვი ვინმეს, ეპისკოპოსს არ ვკადრებ, ღმერთს არ ვკადრებ იმას რომ ამას დაუჭირეთ მხარი…
ვიცი მე, ვინც უნდა ავირჩიო, განა არ ვიცი? აქ არის მთავარი ის, რომ თუ ჭკვიანი ადამიანები დაფიქრდებიან იმაზე,როდესაც ჩვენი პატრიარქი საჭეთ მპყრობელი ბრძანდებოდა ეკლესიის, აბა გადახედეთ, სინოდის წევრები ყოველთვის ისე ვიდექით, რომ მასთან ვიყავით თუ ნერვებსაც ვუშლიდით და შეგვინდოს უფალმა.
ადამიანები ვართ და ჩვენი სისუსტეა.
დღეს მთავარია, სინოდი ძლიერად ვიყოთ და როცა გამოვირჩევთ პატრიარქს, მასთან ერთად ვაკეთოთ ერთი საქმე, ერთსულოვნებით.
ის კი არ არის მთავარი ვინ იქნება, იმიტომ რომ ჩვენს პატრიარქზე დიდი, მთელი სინოდი რომ აგვიღოთ, იმის ფასი არა ვართ."



