გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ავტომობილი ხევში გადავარდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სამების ეკლესიის მიმდებარედ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, ხოლო უგონო მდგომარეობაში მყოფი კიდევ ერთი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო ,სახანძრო სამსახურები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.








