შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ასევე, იმყოფებოდნენ, 13 ივნისს დაღუპული მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელში, აღაიანში, სადაც გარდაცვლილი გმირის ოჯახის წევრებთან ერთად მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.


ზურაბ მუზაშვილი 2015 წლის 13 ივნისს სხვა მეხანძრე-მაშველებთან ერთად, სტიქიის ეპიცენტრში, ვერეს ხეობაში მუშაობდა. მან წყალდიდობის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა

ცნობისთვის, თბილისი, 2015 წლის 13 ივნისი - 21 დაღუპული, 2 დაკარგული (ფოტოები არქივიდან)