მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ტყის გადასარჩენად იბრძვიან (ვიდეო)

1661334940
ვრცელდება კადრები ბორჯომის ხეობიდან, როგორ ებრძვიან მიუვალ-კლდოვან ფერდობებზე მეხანძრე-მაშველები სტიქიას.
ბორჯომის ხეობაში ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს მეხანძრე-მაშველები, თავდაცვის ძალები და გარემოსდამცველები უკვე მე-4 დღეა 24 საათიან რეჟიმში ებრძვიან. ხანძრის ქრობაში ჩართულია ავიაცია, დღეს დილიდან ბორჯომის ცაზე სპეციალიზირებული თურქული სახანძრო თვითმფრინავებიც გამოჩნდნენ.