„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში მოხდა ის ცნობილი მოვლენები საქართველოში, ჟურნალისტები დაარბიეს, „იმედის“ შენობაში შემოიჭრნენ, უნივერსიტეტის ლექტორები ჩაკეტეს ერთ ოთახში და უამრავი რამ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოეტმა მაყვალა გონაშვილმა.
„ჩვენ [მწერალთა კავშირი] ვიყავით პირველი მსხვერპლი და მხოლოდ ახლოს ვინც ცხოვრობდა, ამ მწერლებს ესმოდათ ჩვენი ტრაგედია. სულ მინდოდა მომეყოლა ქართველი ხალხისთვის ქართველი მწერლები როგორ ტყუილად დაისაჯნენ.
შემთხვევითი არ არის და არ შეიძლება ვიღაცის ნათელ გონებაში უცებ გაჩნდეს ქართული სიწმინდეებისა და სიმბოლოებისადმი ცინიკური დამოკიდებულება, რომ საქართველოს ყველაზე დიდი მეფე ქალაქიდან გააგდოს. ძეგლის მნიშვნელობა მარტო ხსოვნა არ არის“, - განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.