მარიამ ჟორჟოლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მის ბიძაზე გია ალავერდაშვილზე ცრუ ინფორმაციას სხვადასხვა ჯგუფებში ავრცელებენ და აზიარებენ. მისივე თქმით ბიძამისი 65 წელს გადაცილებულია და 10 წელია თითქმის აღარ ცხოვრობს საქართველოში.
„დილიდან გავრცელდა ცრუ ინფორმაცია თითქოს ბიძაჩემი გია ალავერდაშვილი ( გრიგოლი გრიგოლის ძე) არის სპეცრაზმელი და ხალხს არბევს რუსთაველზე 65 წელს გადაცილებულია. დაათრევენ ცნობილი ტიპები გვერდიდან გვერდზე და აზიარებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
ეს ადამიანი:
• 10 წელია თითქმის აღარ ცხოვრობს საქართველოში;
• 2006 წლიდან აღარ მუშაობს შსს-ში;
• იმაზე მეტი აქვს საქართველოსთვის გაკეთებული ვიდრე უმრავლესობა ჩვენგანს, მათ შორის იბრძოდა აფხაზეთის ომში და იცავდა თავის მოქალაქეებს 9 აპრილს რუსთაველზე.
ვინ მოგცათ იმის უფლება რომ ადამიანს ასე გადაუაროთ უმიზეზოდ? ლანძღოთ აგინოთ და ღირსება შეულახოთ. ვინ მოგცათ? ამგვარი ცრუ ინფორმაციის გავრცელებით სხვა ინფორმაციების სისწორეც ეჭვის ქვეშ დგას ჩემთვის.
აზროვნება როდის უნდა ისწავლოს ხალხმა დაგეშილი ძაღლებივით ვინც მოხვდებათ ის რომ არ დაჯიჯგნონ?
შეიძლება არაპოპულარული აზრია და არავის აწყობს იმის გავრცელება ახლა რომ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა და არც გამიკვირდება ეს პოსტიც რომ წაშალონ როგორც მოგზაურთა ჯგუფში წაგვიშალეს პოსტი. მისი ადმინები კი პირადში ლანძღავდნენ გიას.
ერთ რამეზე შევთანხმდეთ რა! თუ გვინდა განვითარება ცოტა მეტად უნდა დავატანოთ ტვინს ძალა და ბრმა იარაღად არ უნდა ვიქცეთ. ასე ბიძინას მოშორება ძალიან გაგვიჭირდება!“, - წერს მარიამ ჟორჟოლაძე.