საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა დაესწრნენ.

ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები, გაიმართა ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

საღამოს საზეიმოდ აინთო მთავარი ნაძვის ხე, ჩატარდა ადგილობრივი შემსრულებლებისა და დედაქალაქიდან მოწვეული მომღერლების კონცერტი. 

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

სამთავრობო ღონისძიებები გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გაიმართა.