საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პსჟ“-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია.
ხვიჩას დედა, მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც ემოციურ ტექსტს ურთავს:
„გილოცავ დე! მადლობა უფალს შენი დედობისთვის! მიყვარხარ უსაზღვროდ და მიყვარს 12 თებერვალი, უფალმა მაჩუქა სიყვარულით, სიკეთით და მზრუნველობით სავსე გულის ბიჭი ხვიჩა კვარაცხელია! უფალმა დაგილოცოს წინ სავალი გზა ნიცასთან და დამიანესთან ერთად“, - წერს სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას დედა მაკა ლუკავა.









