საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მიიჩნევს, რომ თუ ადამიანს ბავშვის გაჩენის სურვილი და შანსი აქვს, ყველა ასაკში შესაძლოა ბავშვი გააჩინოს. როგორც მან გადაცემაში "სხვა შუადღე" სტუმრობისას აღნიშნა, დამღლელი და რთული გრაფიკის მიუხედავად, ბავშვები ადამიანს დიდ ძალას და ენერგიას მატებენ. 

"თუ ცუდ ხასიათზე ვიღვიძებ, რა თქმა უნდა ვცდილობ, რომ ხასიათი რაღაცით გამოვიკეთო. ამისთვის ბევრი რამ არსებობს, თუ მოინდომებ, შეიძლება ამის მონახვა. ასე, რომ გააჩინეთ ბავშვები მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთულია. რთულია, როცა პატარა ტირის, შენ გეძინება, უნდა წამოდგე ღამით, აჭამო, ყველა ასაკში რთულია, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ღამით ადამიანს ეძინება ბუნებრივია. დღისით აქტიური ხარ, ენერგიას ხარჯავ, ძილი გჭირდება, მაგრამ პატარა იმდენად დიდ ენერგიას გაძლევს პარალელურ რეჟიმში, რომ ყველა ასაკში, სანამდეც გაქვს შანსი და სურვილი, რომ შვილი გააჩინო,  უნდა გაამრავლო შენი ჯიში და ქართველი ერი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს შეუძლია ყველა ასაკში იყოს ბედნიერი და ახალგაზრდა",-განაცხადა მაკა ჩიჩუამ.